ირაკლი ქარქაშაძე - China Southern-ის ყოველდღიური რეისები ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას

27 სექტემბრიდან, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას.

„ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის უმსხვილეს ავიაკომპანია China Southern-თან მიღწეულია შეთანხმება ურუმჩიდან-თბილისის მიმართულებით სიხშირეების 3- დან 7-მდე გაზრდის შესახებ. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

"China southern airlines-მა იანვარ-აგვისტოს პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 75 რეისი და 17,833 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. 27 სექტემბრიდან დაგეგმილი ყოველდღიური ფრენებით კი წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი 23, 000-მდე გაიზრდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო