გიორგი ვაშაძე - „გამარჯვების პლატფორმის" იდეა არის, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, აღმშენებლობით გამარჯვებას მოვუტანთ საქართველოს

„გამარჯვების პლატფორმის" იდეა არის, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, აღმშენებლობით გამარჯვებას მოვუტანთ საქართველოს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც მან „გამარჯვების პლატფორმის" მიზნებსა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს წარმატება და აღმშენებლობის გეგმის განხორციელება რეალურია, თუკი მოსახლეობა ირწმუნებს და აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

მისივე თქმით, სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა „გამარჯვების პლატფორმა", რომელიც პატრიოტ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად საქართველოს გამარჯვებას აუცილებლად მოუტანს.

„სწორედ იმისთვის, რომ ეს აღმშენებლობის გეგმა განხორციელდეს, მთავარია გვჯეროდეს, რომ ცვლილებები შესაძლებელია და პროექტები რეალურია და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ პროცესში! ძლიერი ქუთაისი, ძლიერი საქართველო რეალურია! გამარჯვება რეალურია! სწორედ ამ რწმენით და ამ მიზნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აქტიური მონდომებით, ყველა თაობის პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ ადამიანთან ერთად შეიქმნა „გამარჯვების პლატფორმა".

სწორედ ეს არის „გამარჯვების პლატფორმის" იდეა, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, აღმშენებლობით გამარჯვებას მოვუტანთ საქართველოს! გამარჯვება არის ერთდერთი გამოსავალი! და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო გაიმარჯვებს!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება