ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა

ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა, რომელიც16 წელზე მეტს გრძელდებოდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაცხადა.

მან ბულგარეთსა და რუმინეთს მიულოცა და ოფიციალურად განაცხადა მექანიზმის დახურვის შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას მექანიზმის შესანიშნავი მუშაობას გაუშვა ხაზი.

“მინდა ბულგარეთსა და რუმინეთს მნიშვნელოვანი პროგრესი მივულოცო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიაღწიეს. კანონიც უზენაესობა ჩვენი, როგორც კავშირის, ერთ-ერთი საერთო ფუნდამენტური ღირებულებაა, და ორივე წევრმა სახელმწიფომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს. დღეს ჩვენ ამ ძალისხმევებს ვაღიარებთ და მექანიზმის მოქმედებას ვწყვეტთ,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, 2007 წელს, როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდნენ, ორივე ქვეყანაში სასამართლო სფეროსა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები რჩებოდა, ბულგარეთში კი ორგანიზებულ დანაშაულთანაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება