„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში გამწვანების აქცია და ფილმის ჩვენება გაიმართა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა N25-ის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების აქცია ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მიიღეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.

„გარდა ამისა, მიცკევიჩის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ჩვენება გაიმართა, ასევე, განთავსდა მერების შეთანხმების ინიციატივის საინფორმაციო სტენდები.

აღნიშნულ ღონისძიებებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გიზო ვასაძესთან ერთად დაესწრნენ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის მობილობის კვირეულს შეუერთდა. დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება