რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს - ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასე ერდოღანმა თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ მოხსენებას გამოეხმაურა. კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. მოხსენება ასევე შეიცავს მოწოდებას ანკარასთან არსებული ურთიერთობებისთვის „პარალელური და რეალისტური ჩარჩოების“ შესწავლისკენ. თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს.

„ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტ”, - განაცხადა ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება