მარკ მილი - ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება

ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება,- აღნიშნული განცხადება აშშ-ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ გააკეთა.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

„ექნება ამას უდიდესი მნიშვნელობა? - მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ! ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით და როდის მიეწოდება რუსეთს აღნიშნული საბრძოლო მასალა. არ მინდა შევამცირო იარაღით დახმარების მნიშვნელობა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უკრაინაში ომისთვის გადამწყვეტი იყოს", - განაცხადა გენერალმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მთავრობებისა და ექსპერტების ვარაუდით, კიმ ჩენ ინი, დიდი ალბათობით, საბრძოლო მასალას რუსულ შეიარაღებასა ან ტექნოლოგიებზე გაცვლის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება