კიმ ჩენ ინმა რუსეთი დატოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი დაასრულა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჯდება კიმ ჩენ ინი "ჯავშან მატარებელში", რომელიც გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, არტიომის სადგურიდან გავიდა.

გამგზავრებამდე, პრომორიეს მხარის გუბერნატორმა, ოლეგ კოჟემიაკომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საჩუქრად გადასცა პრომორიეში წარმოებული ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და რამდენიმე დრონი.

შეგახსენებთ, კიმ ჩენ ინი რუსეთში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მოინახულა სამხედრო თვითმფრინავები, აეროდრომი და წყნარი ოკეანის ფლოტის ფრეგატი. ამასთან, ოთხშაბათს ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შესახებ ძალიან მცირე დეტალი გახდა ცნობილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება