ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში.

მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება