ევროკავშირი პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

ევროკომისია პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს მოუწოდებს, კონსტრუქციულობა გამოიჩინონ მას შემდეგ, რაც მათ ცალმხრივად განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ აკრძალვა მოხსნა.

"ჩვენ ვიცით ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს განცხადებების შესახებ ცალმხრივ ზომებთან დაკავშირებით. ის, რაც ახლა მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყველა ქვეყანა მუშაობდეს კომპრომისის სულისკვეთებით და ჩაერთოს კონსტრუქციულად", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, ევროკომისიამ 5 ქვეყანაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება