თსუ სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ 18 სექტემბერიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი შემოიკრებს მათ, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

„შემოდგომის ლეგენდა“ მეთხუთმეტე სეზონს ახალ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ხვდება. თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „გალფი“. შეთანხმებას ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და კომპანია „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდა შესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ და ახალ ნაშრომებს უკვე ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე შექმნიან. ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება