„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის“ პედიატრიული მიმართულების ექიმები სემინარებს გამართავენ

19-20 სექტემბერს „ნიუ ჰოსპიტალსს“ ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტლის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია ეწვევა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო პერსონალისთვის სემინარებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ბავშვთა დაავადებების რადიოლოგიურ ჭრილში დიაგნოსტირებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. სემინარებზე დასწრება ასევე შესაძლებელი იქნება პედიატრებისა და ბავშვთა მედიცინის დარგში ჩართული ყველა ექიმისთვის.

სემინარებს გაუძღვებიან „მეიოს კლინიკის“ მედიცინისა და მეცნიერების სკოლის პედიატრიის მიმართულების პროფესორი, ნეონატალური და პერინატალური მედიცინის პროგრამის დირექტორი, უილიამ ქერი და „მეიოს კლინიკის“ უნარჩვევების და პროცედურების მენეჯერი, ქენდი ჰობსი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პედიატრიის აქტუალური საკითხები:

19 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე

  • ღია არტერიული სადინარის დროს მართვა, უილიამ ქერი
  • ჰოსპიტალური და ვენტილატორ ასოცირებული პნევმონიები, ქენდი ჰობსი

19 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე

  • ბრონქიოლიტი, უილიამ ქერი
  • წყლულოვან ნეკროზული ენტეროკოლიტი, ქენდი ჰობსი

20 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე

  • პედიატრიულ-რადიოლოგიური ვიზუალიზაცია, უილიამ ქერი
  • პერიფერიული მიდგომით ცენტრალური კათეტერის რენტგენოლოგიური შეფასება, ქენდი ჰობსი

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება