პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს

პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ვიზიტის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროპული კურსის დივერსიას ემსახურება.

"მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის ჩვენი ევროპული კურსის დივერსია. იმპიჩმენტს ორი მიზეზი აქვს: უნდათ პარტნიორებს უთხრან, რომ ზურაბიშვილი არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას, რომ იქნებ ამის ფონზე შეძლონ და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მეორე მიზანია, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაფარვა უნდა ვაღიაროთ, რომ კობახიძემ კარგად იცის კონსტიტუცია და ახლა უნდათ ყველამ ილაპარაკოს, 52-ე მუხლი მორევა თუ 78-ე. ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევებია, ვიდრე კონსტიტუციის დეტალებზე დებატები", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება