რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას სთხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და რომ თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია.თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატში ასევე აცხადებენ, რომ ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო.

Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს. ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება