მსოფლიო დასუფთავების კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გორიც შეუერთდა

მსოფლიო დასუფთავების კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ გორიც შეუერთდა - ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასუფთავების აქციაში გორის მერიისა და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციას მოხალისე ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

„დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა, რაც ზეგავლენას ახდენს გარემოს გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების პროცესზე. სწორედ ამ მიზნით ყოველი წლის სექტემბერში მსოფლიოში იმართება საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 1993 წელს დაფუძნდა.

2023 წელს კამპანიაში ჩართული იქნება 197 ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, ხელისუფლებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

საქართველო კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიციატივით 2010 წლიდან ჩაერთო. კამპანიაში მონაწილეობას ყოველ წელს გორის მუნიციპალიტეტიც უერთდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება