მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომას ესწრება ბრალდებულიც.

პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც გადაისინჯება.

ადვოკატი გუგეშაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, პროკურატურა კი მისი ძალაში დატოვებას მოითხოვს.

დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

ცნობისთვის, 27 ივნისს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება