გიორგი ვაშაძე - „ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სუს-ის განცხადების შინაარსი

„ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი - ამ განცხადების შინაარსი არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ სქემაში, რომელიც საქართველოში „ქართული ონების“ ხელდასხმით მოქმედებს, - ასე ეხმაურება სუს-ის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის შეფასებით, სუს-მა დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ფარცხალაძის მიერ კონტროლდება.

ვაშაძის თქმით, „სწორედ სუს-ში არის ძალიან მძიმედ ფილტრირებული რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ფარცხალაძესთან არის კავშირში“.

„საზოგადოება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ელის. აშშ-ს მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. სუს-ი ამ ფონზე ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს.

ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სუს-ი სწორედ ფარცხალაძისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი.

დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროის ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან.

ქართველ ხალს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება