ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა.

პროექტის მიზანი, მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება,კლინიკური პროცესის უსაფრთხოება,პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ , იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება.

ამასთანავე, გაიზარდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი დანიშნულება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

გარდა ამისა, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოც.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს.

შეხვედრას სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება