აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრი - სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.

„2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის შესაძლებლობებს ჩვენი სტუმრებისთვის, გაფართოვდება გეოგრაფიული არეალი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ.

მისი თქმით, იმედი აქვს აფხაზეთი ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

„ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - თეიმურაზ ხიშბამ.

ცნობისათვის, მანამდე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წელი დაასახელა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია