დავით უსუფაშვილი - მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ

მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება, თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ბორელი ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას.

„მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ ევროინტეგრაციის პროცესებს, სხვებმა გაცილებით უკეთესი პირობები მიიღონ და ჩვენ ჩამოვრჩეთ ძალიან ბევრი წლით და შესაძლოა, ათწლეულით. მმართველ პარტიას მიეცა ბოლო შანსი, ბორელი მათ აქ, ამ ოთახში ერთი კვირის წინ ძალიან კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა, რომ დარჩენილ დროში გადაიდგას სწორი ნაბიჯები და ჩვენ მივიღოთ სტატუსი. იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა მოხდება თუ ვერ მივიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ. მაგალითისთვის, ანტიკორუფციული მიმართულებით ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა კონკრეტულად ჩამოთვალეს, რა ტიპის რეფორმას და კანონს ელოდნენ და რა მივიღეთ და რატომ არ ჩაითვალა ის შესრულებულად. იმ ტიპის კანონი, რასაც ევროპა ელოდა და საქართველოს სჭირდება „ლელოს“ ინიცირებული აქვს უკვე წელიწადზე მეტია. დღეს ახლა ბიუროზე რა იქნება იცით?! - იმ კანონპროექტის კომიტეტში განხილვის კიდევ ექვსი თვით გადავადება. ამ ნაბიჯებით ხდება არასწორი პოლიტიკის შექმნა, რომელმაც ქვეყანა შეიძლება კიდევ ერთხელ დააზარალოს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება