„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ფულად გზავნილებში ევროკავშირი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს

„თიბისი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველთვიურ განახლებას ავრცელებს.

პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მოლოდინების შესაბამისი იყო.

„პროგნოზის მხრივ, ასევე უცვლელია საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას გულისხმობს. ამასთან, კომიტეტის პრესრელიზში დაფიქსირებული კომუნიკაციის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს, შედარებით მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტი შერბილებაც ვიხილოთ.

აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები კვლავ დაბალ ნიშნულზეა. დეტალური ჩაშლა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, მიზეზები წინა თვის ანალოგიური უნდა იყოს, როდესაც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზება წარმოადგენდა.

დაბალი ზრდა ასევე გზავნილების კუთხითაც იკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უფრო ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების უკვე მხოლოდ ძალზედ მცირედით კორექტირების შემდეგ, ევროკავშირი ინარჩუნებს ყველაზე მაღალ, 40.3%-იან ხვედრით წილს და წლიური ზრდის ტემპი აშშ დოლარში 21.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია, დაახლოებით 19.3%-ით, მე-3 ადგილს კი, 14.3%-ით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციის სრული ვერსიას ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება