ბათუმში 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული

ბათუმში, ბაგრატიონის, ქათამაძისა და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ბაღები დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლადგახსნილი ბაღები ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

არჩილ ჩიქოვანმა აღსაზრდელებსა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მისი განცხადებით, ბაღების მშენებლობისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი იყო გათვალისწინებული, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის არის დადგენილი. მისივე თქმით, წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.

„აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-ამდე ადამიანი დასაქმდა. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება