ლენტეხის მერმა ახალი მოადგილე, ზვიადი ლობჟანიძე წარადგინა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და პირველ მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან ერთად, მერიის თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამდებობა ზვიადი ლობჟანიძემ დაიკავა.

„2007-2010 წლებში ზვიად ლობჟანიძემ ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დაამთავრა, ხოლო 2010 წელს სწავლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში-საგადასახადო და საბაჟო ფაკულტეტი.

ზვიად ლობჟანიძეს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

თავის მხრივ, ზვიად ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობისთვის და ყველა თანამშრომელს გულთბილი დახვედრისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება