არჩილ თალაკვაძე - სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - რადიკალური ოპოზიცია, მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას

სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ გამოძიების ვარაუდები ირიბად დასტურდება წინა თვეებში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებით.

„შემაშფოთებელია, რომ გრძელდება მცდელობები სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის და სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და გამოძიების შესახებ ცნობები ძალიან საყურადღებოა. წინა თვეებში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა ისინი არწმუნებდნენ თავის მოკავშირეებს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რომ ეს გარდაიქმნას არეულობაში და ამით შეძლონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა. არ ვიცი, მხრები რატომ აქვს აჩეჩილი რადიკალურ ოპოზიციას, მათ ანგარიშზე არის თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორიცაა პარლამენტი და ცესკო, პირდაპირ იყო მცდელობები არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმის და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები, შესაბამისად, საფუძველი რომ სუს-ის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს ვინმემ, არ არსებობს. პირიქით არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც ადასტურებს ლოგიკას, რაც ამ გამოძიებას დაედო საფუძვლად. მოველით, რომ უახლოეს პერიოდში მეტი ინფორმაცია იქნება გამოძიების ფარგლებში მოპოვებული კანონის შესაბამისად და საზოგადოება გაიგებს მეტს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე