სარეკლამო კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში განთავსდა

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში აჭარის ტურისტული ადგილებისა და მიმართულებების შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კონტენს 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.

„ამ ეტაპზე, პროექტში 50-მდე მონაწილეა რეგისტრირებული. პროექტის მიმდინარეობის, მონაწილეებისა და მასში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება followajara.com-ზეა შესაძლებელი.

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აგვისტოში დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურისტების რეგიონში მოზიდვის მიზნით, ასევე, აქტიური სარეკლამო კამპანია პოპულარულ რადიოსადგურებში აწარმოა, რომელთა ეთერებშიც რეგიონში მოგზაურობის მასტიმულირებელი აუდიორგოლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა. აჭარის ტურისტული ადგილების საიმიჯო ფოტოებით იყო დაბრენდილი თბილისის ცენტრალური მეტროსადგურები, ავტობუსის გაჩერებები და ბილბორდებიც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება