ლევან ანდრიაშვილმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან ანდრიაშვილი მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აკურის, სანიორისა და ყარაჯლის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი აზღრდის დაწესებულებების კეთილმოწყობაა. მალე, ვარდისუბანსა და კურდღელაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალი, 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აკურის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. სრულად რეაბილიტირდა სამი ოთახი, სადაც სააღმზრდელო პროცესი უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

მერიის ცნობითვე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს საკანცელარიო ინვენტარი და სათამაშოები გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება