არჩილ თალაკვაძე - ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრიდა

ჩემი აზრით, ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეტალებს სავარაუდოდ, ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ.

„სანქციების ამ რაუნდში 200-ზე მეტ ადამიანზე გამოსცა აშშ-ის მთავრობამ გადაწყვეტილება და ამ 200 ადამიანში შედიან მთელი მსოფლიოდან პირები, რომლებიც ბიზნესს, მედიას თუ სხვა სექტორს წარმოადგენენ. ამავე დოკუმენტში არის იმ კომპანიების სიაც, რომელთაც მოეხსნათ სანქციები. არის ომი უკრაინაში, ძალიან დიდია ინფორმაციის ნაკადები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა აქტორებს მიაქვთ და აგზავნიან აშშ-ში ინფორმაციებს, რაზე დაყრდნობითაც ერთ შემთხვევაში გამოიცემა სანქციები, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა ადამიანებს ეხსნებათ სანქციები. გახსოვთ, რომ აბრამოვიჩიც იყო სანქციების ქვეშ. საზოგადოებას მინდა შევახსენო საქართველოში სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს ფისკალური, საბაჟო და სხვა სისტემები და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძლიერი სისტემა და ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს სანქციების მოთხოვნებს. თუ ვინმე საქართველოს გამოყენებით არღვევდა სანქციების რეჟიმს, ამაზე მსჯელობა საზოგადოებისთვის მიმინდვია.

ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ჩემთვის ცნობილია, ფარცხალაძე არ არის, ჩემი აზრით, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრის. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ რიგში ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, რას ეფუძნებოდა ეს სანქციები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება