19 სექტემბერს, 09:30 საათზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „საქართველოს კანონპროექტი ტურიზმის შესახებ“ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: რესპუბლიკის მოედანი N1, „რესპუბლიკა, ივენთ ჰოლი“
19 სექტემბერს, 10:00 საათზე, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები, სკოლის ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ.
თემა: სკოლებში არსებული პრობლემები
მის: დიმიტრი უზნაძის 52 (განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია)
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
19 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
თემა: „რუსული ФСБ-ს გავლენები საქართველოში - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს გაასაჯაროებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს“.
მის: კახეთის გზატკეცილი #45
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
19 სექტემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
19 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
19 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსი მრჩევლის, ჯუბა მარუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „სურსათის ბანკის“ შექმნის საკითხი საქართველოში.
მის: კოსტავას ქ. 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
19 სექტემბერს, 15:00 საათზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"