თინა ბოკუჩავა - შოვის ტრაგედიაზე შეხვედრას „ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ უმოქმედობას

დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რომლებმაც პრეზენტაცია გამართეს შოვის ტრაგედიაზე. „ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ უმოქმედობას და „ოცნება“ ხელს აფარებს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ოცნებას“ არ სურს გაიგოს სიმართლე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა როგორც ქართველი ექსპერტებთან, ისევე უცხოელ ექსპერტებთან, რომლებიც გვერთვებიან და აკეთებენ ძალიან მაღალ დონეზე, პროფესიონალურად შესრულებულ პრეზენტაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შოვში განვითარებული ღვარცოფის მოცულობა, სიჩქარე და შესაბამისად, რა შეგვიძლია ვთქვათ იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა აღნიშნული პროცესების პროგნოზირება შესაძლებელი, აქ გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ციფრული იმიჯები და რეკონსტრუქციები. ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებისგან აზრის მოსმენა რომ არ აინტერესებს არცერთი „ოცნების“ წარმომადგენელს, რომლებიც ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ამ შეხვედრაზე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნებას“ არ სურს გაიგოს სიმართლე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რაც არსებობს საზოგადოებაში, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ უმოქმედობას, რომელსაც ახლა ხელს აფარებს „ოცნება“ მხოლოდ ამან შეიძლება ახსნას ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან, ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე საერთაშორისო მათ შორის ექსპერტებთან, ისევე როგორც ქართველ ექსპერტებთან საუბარი, დისკუსია, მათგან მიღებული ინფორმაციის მოსმენა არცერთი ეს საკითხი მათთვის საინტერესო არ იყო“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება