ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მსოფლიო თანამეგობრობამ ზოგადადამიანური პრინციპებისადმი თავისი ერთგულება უნდა დაადასტუროს

რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო დისკუსიების დროს მსოფლიო თანამეგობრობამ ზოგადადამიანური პრინციპებისადმი თავისი ერთგულება უნდა დაადასტუროს.

განცხადება ამის შესახებ გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სამუშაო პროგრამის დაწყების წინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა.

„გასაგებია, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ ისევ და ისევ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწყებულ დანაშაულებრივ ომზე ვისაუბრებთ. ჩვენ ამ საკითხს აქ არსებული ყველა შესაძლებლობის დროს განვიხილავთ და მოვითხოვთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა თავისი პრინციპების ერთგული დარჩეს, გაეროს პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც ძალის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრების შეცვლის დაუშვებლობას ნიშნავს“, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, ეს წესებსა და კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება