ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს,  დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს - დერეკ შოლეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე - ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია