რუსები უკრაინას დრონებით დაესხნენ თავს, ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს დრონების გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წუხელ სამხედროებმა დააფიქსირეს Shahed-ის ტიპის დრონების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკიდან (კრასნოდარის ტერიტორია). უკრაინელებს მოუწოდეს არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალი.

ცნობილი გახდა, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის ოლქებზე. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკი განცხადებით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს და ახალი თავდასხმების საფრთხე არსებობს.

მოგვიანებით, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმების ისმოდა ხმელნიცკსა და კრივი-რიჰშიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება