თეთრი სახლი - ჯო ბაიდენს სურს, ვოლოდიმირ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა მისგან პირადად მოისმინოს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინოს ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის შესახებ, ისევე როგორც პროგრესის შესახებ, რომელსაც ისინი აღწევენ - ერთგვარი საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია ბრძოლის ველზე", - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრა "კრიტიკულ მომენტში" იმართება იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ წარმატების მიღწევას კონტრშეტევაში, რუსეთი დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს მიმართავს, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით "რამშტაინის" ფორმატში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მისვლასაც გეგმავს: „კონგრესის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინონ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი მოისმენს მისგან“, - აღნიშნა კირბიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება