ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკვე გასულია მომსახურების ზონიდან - მან ფაქტობრივად უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე

კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ეროვნული ბანკის შესახებ კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ბუჩუკურის თქმით, საკუთარი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე.

„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება" დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და უარი თქვა ამ განცხადებით კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. საბოლოო ჯამში, „ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

კობახიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვის თაობაზე, შეიძლება ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. კობახიძე ამ კონტექსტში, უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც საუბრობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია