7 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

7 ოქტომბერს შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული ფესტივალი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს. ამ დღეს, ქართული გემოები, არომატები, ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ქართული ღვინის ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა, თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას.

მიმდინარე წელს ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეა შეხვედრა სომელიესთან. სომელიე, WSET 3, ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე გამართავს შეხვედრას თემაზე "დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი".

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

სიონის ქუჩაზე ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

#ღვინისფესტივალი

#ღვინო

#ქართულიღვინისფესტივალი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება