„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო ოპერატორებს გამოცდილებას უზიარებს

მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში ტრენინგი გაიმართა სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“ ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)).

„ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის, მონღოლეთის, პაკისტანის დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და საბაჟოს წარმომადგენლებმა, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა. სემინარის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტამ“ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს. სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წინასწარი ელექტრონული მონაცემების, საბაჟო დეკლარაციის სისტემისა და საფოსტო უსაფრთხოების მიმართულებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის