„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ISO 9001:2015 სტანდარტის სერტიფიკატი მეოთხედ მოიპოვა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირების პროცესი და უკვე მეოთხედ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სსე იყო ქვეყანაში პირველი ენერგეტიკული კომპანია, რომელმაც აღნიშნული სტანდარტი დანერგა. გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორები 5 დღის განმავლობაში ამოწმებდნენ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობას ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან. გამართეს შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს, შესაბამისად, კომპანიას ხელახლა, სამი წლის ვადით მიენიჭა სერტიფიკატი. ამ პერიოდის განმავლობაში, სსე-ში ჩატარდება ზედამხედველობის ორი აუდიტი. ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს და მისი ისტორია 40-იანი წლებიდან იწყება. დღეისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 169 ქვეყანაა, მათ შორის, საქართველო. წარმატებით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ როგორც განვითარებაზე, ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე ორიენტირებული კომპანია, კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება