ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ინფორმაციაზე - ეშინიათ, რომ ხალხი საკადრის პასუხს გასცემს? სწორედ ეშინიათ!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სამოქალაქო არეულობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სუს-მა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადასაფარად გაავრცელა.

როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, სუს-ი არის ФСБ-ს აგენტურულ ქსელში და მათ მიერ გავრცელებულ ტყუილებს საზოგადოება აღარ დაიჯერებს.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი - გეგმის ერთ-ერთ ავტორები კი არიან გია ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ФСБ-ს აგენტურით სავსე, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილი წარმოადგენს ФСБ-ს აგენტურული ქსელის გაგრძელებას - ოთარ ფარცხალაძესთან ერთად აკონტროლებს სტრატეგიულ ობიექტებს. ის, რომ „ხალხის ძალა“, რუსულ პარტია მხარს უჭერს ფარცხალაძეს, მერე ასეთ სიგიჟეებს იგონებენ, არის დასტური იმის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც არის ФСБ-ს აგენტურულ ქსელში. ის, რომ ფარცხალაძის სანქცირების პარალელურად გამოაგდეს ეს თემა, ამას საზოგადოება აღარ შეჭამს და ნუ აქვთ ასეთი წარმოდგენა! საზოგადოება მარტივად არ მიიღებს ამ ტყუილებს, რომლითაც 11 წელია კვებას რუსული პარტია. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ამიტომ თუ ვინმეს ამ ქვეყნის გადატრიალება უნდა, გადაატრიალეს უკვე! ანტიკონსტიტუციურია ის ქმედება, რასაც აკეთებენ, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებენ. ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია, ანტიკონსტიტუციურია მოქმედება, მათ შორის, რუსულია კანონი რომ მიიღეს. ამაზე დიდი გადატრიალება არ არსებობს. კონსტიტუციურად გარანტირებულია ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ხალხი აკეთებს რუსულ საქმეს. ამიტომ, კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, არიან ეს ადამიანები. ეშინიათ, რომ ხალხი საკადრის პასუხს გასცემს? სწორედ ეშინიათ!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება