მიხეილ სარჯველაძე - დიახ, საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო

დღევანდელი ხელისუფლების მონდომებით, საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად, იმ 12 რეკომენდაციის მიმართულებითაც გვქონოდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც დასახელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაპირობად. დიახ, საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, „შედეგიანი“ აღმოჩნდა.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ახსნა ამისა - კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა და ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო