„თიბისის“ მხარდაჭერით ტექღონისძიება - VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

VMware User Group (VMUG) Georgia-ს ინიციატივით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა. „თიბისის“ მხარდაჭერით, შემოდგომის სერიაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე დამსწრეებს თიბისის ტექნოლოგიური გამოცდილება და შესაძლებლობები ზურაბ ტალიკაძემ გაუზიარა.

"ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. თიბისი დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზრდით''- აცხადებს „თიბისი ჯგუფის“ IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი,ზურაბ ტალიკაძე.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება