„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X

SOLO X-ის სპონსორობით და Stockton-ის ორგანიზებით, 22 სექტემბერს, კუს ტბაზე, „ცისკარი გარდენში“ ქართული ბენდის, Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ღონისძიებაზე, Bedford Falls-ის მუსიკასთან ერთად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, DRO-ს მოუსმინოს. „SOLO X მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO X-ის სპონსორობით და Stockton-ის ორგანიზებით, 22 სექტემბერს, კუს ტბაზე, „ცისკარი გარდენში“ ქართული ბენდის, Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება.

Bedford Falls-ი ინდი-როკ/არტ-როკ ჯგუფია, რომელიც 2014 წლიდან ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მათ მიერ შექმნილი მუსიკა კი, მსმენელს ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ბენდმა უკვე გამოუშვა ორი ალბომი „This is Your House” და „miende”.

ღონისძიებაზე, Bedford Falls-ის მუსიკასთან ერთად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, DRO-ს მოუსმინოს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები ხელმისაწვდომია ონლაინ, ვებ-გვერდზე TKT.GE

აღსანიშნავია, რომ SOLO მომხმარებლებისთვის, ნებისმიერი ტიპის SOLO ბარათზე, ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია