ვახტანგ მეგრელიშვილი - პატივცემულო ოპოზიცია, იმიტომ არ ხდება რევოლუცია, რომ ხალხმა არ იცის, ჩვენგან რას უნდა ელოდოს - მოგიწოდებთ, დროზე შეწყვიტეთ თამაში, მარტო ეთერებში სიარული და შევთანხმდეთ

თქვენ, დეპუტატები რომ სხედხართ, მე თქვენ არ გაბრალებთ, რომ „ეფესბეს“ აგენტები ხართ. არც კი მგონია და შეუძლებლადაც მიმაჩნია, რომ თქვენ „ეფესბეს“ აგენტები იყოთ. ჩემი აზრით, თქვენ ხართ დიდი ტომის ბელადის ერთგული მორჩილები, ერთ და მეორე მხარესაც - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე უარესი, ახლა რა მდგომარეობაშიცაა ქვეყანა, ვერ წარმოუდგენია, რა შეიძლება იყოს.

„სამშაბათის, პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიციიდან გამომსვლელები „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ, რომ ეს არის კატასტროფა, ქვეყნის მოღალატეები, მტრები და ა.შ. და ანალოგიური პასუხი ისმის იქითა მხრიდან. მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეულწილად, მიკერძოებული, ოპოზიციური კრიტიკის იმ ნაწილს ვიზიარებ, რომ ამაზე უარესი, ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება იყოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი გვაქვს დაწყებული, ოპოზიციის ნაწილს პრემიერის იმპიჩმენტი უნდა, ევროკავშირის პროცესი, ფაქტობრივად, კატასტროფას ჰგავს. როგორი საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს არჩეული, სრული სიგიჟე ხდება. ეს არის, ჩემი აზრით, რევოლუციის ფუნდამენტისა და საფუძვლების მომზადება. ამაზე უარესის წარმოდგენა მე არ შემიძლია, მაგრამ არანაირი პერსპექტივა, რომ შეგონებით და რამით შეიცვალოთ თქვენ მოქმედების სტრატეგია, ვერ წარმომიდგენია, ვერ ვხვდები. მესმის, რომ ეს არის არა ოლიგარქიული სისტემა, ნეტა ოლიგარქიული იყოს, არამედ ერთპიროვნული მმართველობის სისტემა, სრულიად ცენტრალიზებული. თქვენ, დეპუტატები რომ სხედხართ, მე თქვენ არ გაბრალებთ, რომ „ეფესბეს“ აგენტები ხართ. არც კი მგონია და შეუძლებლადაც მიმაჩნია, რომ თქვენ „ეფესბეს“ აგენტები იყოთ. ჩემი აზრით, თქვენ ხართ დიდი ტომის ბელადის ერთგული მორჩილები, ერთ და მეორე მხარესაც. ევროპაზე რომ საუბრობთ, სინამდვილეში, რას ნიშნავს ევროპა ერთმანეთში ხომ არ დაგვილაპარაკია. მაგიტომ არ ხდება პატივცემულო ოპოზიცია რევოლუცია. მაგიტომ არ ხდება, რომ ხალხმა არ იცის, ჩვენგან რას უნდა ელოდოს. წარმოდგენა არ აქვს, იმიტომ, რომ იგივე, რომ გავაგრძელოთ ჩვენ?! ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ რომ გააგდოს და ჩვენ მოგვიყვანოს, მერე რას ვშვრებით?! ამიტომ ერთადერთი, რაც შეიძლება მე თქვენ გთხოვოთ, იქნებ დროზე მოვიფიქროთ ლაპარაკის დაწყება, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაწყებული, ყველაზე წვრილი პარტიით დამთავრებული. ეს იქნება ერთადერთი შანსი, რომ რევოლუციის არ გვეშინოდეს არავის. შეიძლება თქვენზე მეტად რევოლუციის მე მეშინია, იმიტომ, რომ ამ ციკლის, ჩაკეტილი წრის, რომელშიც 32 წელია ვართ, ახლიდან დაწყება და კიდევ ერთპიროვნული მმართველის „გაჩითვა“ ნამდვილად არ შედის ჩემი და ჩემი ამომრჩევლის ინტერესებში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ამომრჩევლის ინტერესებშიც არ შედის. კონკრეტულად ოპოზიციას მოგიწოდებთ, დროზე შეწყვიტეთ უცნაური თამაში, მარტო ეთერებში სიარული და არაფერზე საუბარი. მოდი, შევთანხმდეთ რა არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება