მიხეილ სააკაშვილი - ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა - საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო.

„ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?

ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება