ლოიდ ოსტინი - მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტანკები უკრაინაში მალე შევლენ

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე შევლენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოუწოდა კიევის პარტნიორებს დაეხმარონ მას სხვა მნიშვნელოვანი იარაღის სისტემების მიწოდებაშიც, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა და საარტილერიო საბრძოლო მასალა.

„ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით დიდხანს ვიდგებით“, - აღნიშნა ოსტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება