ირაკლი კობახიძე - ოპტიმიზმით ველოდები აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს და იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოფილმა ელჩმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

„ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა. თქვენ იცით, რომ ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ყოფილმა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული იყო მისი საქმიანობა. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი და დიდი ინტერესით ველოდები თანამშრომლობას ახალ ელჩთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება