სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის  წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო - მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქმედებებს, რომელსაც აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ახორციელებს, აგრესიად აფასებს.

„19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ხელმძღვანელობს რა დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „ანტიტერორისტულ ზომებს“ მთიან ყარაბაღში“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყება საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადადგან მკაფიო ნაბიჯები აზერბაიჯანის შესაჩერებლად.

„მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, რომლებიც განლაგებული არიან მთიან ყარაბაღში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, გადადგან მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება