გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრნენ.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

„სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახალი შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი და ამ დროისთვის ბაღში 90-მდე ბავშვი ირიცხება. საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდა, მოეწყო კომუნიკაციები. ასევე, მოწესრიგდა ეზო, მოიხატა გარე ფასადი და შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, პროექტზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ხელთუბნის ახალ საბავშვო ბაღში, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, თორტიზაში მაცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ სწავლას. ამ დრომდე ხელთუბნის ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება