ალუდა ღუდუშაური - სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე და თან „ქურქუმალ ვაითის“ გვერდით ზის, რომლებსაც ერთ ხელში ცოცხი ეჭირათ, მეორეში - ხელკეტი

როგორც ჩანს, მათ დაიწყეს საარჩევნო კამპანია და როგორც ჩანს, მათ დაიწყეს ისედაც დაკარგული სახის კიდევ უფრო მეტად დაკარგვის ფსკერის დაპყრობა - სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე, თან საუბრობს თავისუფალ ბიზნესზე, ადამიანის უფლებაზე და „ქურქუმალ ვაითის“ გვერდზე ზის, რომლებსაც ერთ ხელში ცოცხი ეჭირათ და მეორეში - ხელკეტი. რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის? ჩვენი ხალხისთვის? რომელ თავისუფალ ღირებულებაზე საუბრობს, ძალიან საინტერესოა, სამარცხვინოა! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის და საქართველოს მომავალი ნამდვილად არის ევროპულ ღირებულებებთან, რომელთან არანაირი საერთო აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვაშაძეს.

„პირველ რიგში, მივმართავ ბრძენ ქართველ ხალხს - ნამდვილად სირცხვილია, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან ვუსმენთ ამ ადამიანების ბოდვას და სისულელეს. მე ვიცი ქართველი ხალხის განწყობა და ნამდვილად სირცხვილია. მოგვიწოდებს ეს "ფარჩაკი" ვაშაძე ხალხთან იყავითო, თვითონ კი სად დგას, მიკროფონს არ აძლევენ, ხალხთან მიტუზულია ეს ადამიანი და ის, სადაც არის ახლა მიკედლებული - დედაბუნება თუ დედასამშობლო - ეს არის მისი წიაღი „ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მისი ღირსების საქმე. ეს შეკრებილი კოჰორტა ნამდვილად დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც ქართველი ხალხის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო