მაია ბითაძე და სალომე ქურასბედიანი გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების საკითხებს დაეთმო და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

მაია ბითაძემ სტუმრებს კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ასევე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც მკაფიოდ განისაზღვრა ადამიანის ჯანსაღ და სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება