დიმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე - გამოიცანით, რა ბედი ელის მას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სომხეთის პრემიერზე, ნიკოლ ფაშინიანზე რიტორიკულ კითხვას სვამს: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას“.

„ერთ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა: „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმიღებთ“. მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: „ჩვენ ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით”. შემდეგ მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა თავის ადგილას. შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატო-სთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას...“ - წერს „ტელეგრამში“ მედვედევი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება