სერგეი შოიგუ თეირანში ირანის სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრებს გამართავს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრებს გამართავს.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსული დელეგაცია ირანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან მორიგ შეხვედრას გეგმავს, რაც რუსულ-ირანული სამხედრო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

„სერგეი შოიგუ თეირანში ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოჰამად ბაგერის მოწვევით ჩავიდა. წინა შეხვედრაზე, რომელიც 28 ივნისს შედგა, მხარეებმა ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო მდგომარეობასა და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, რუსული დელეგაციის წევრები ირანის თავდაცვის მინისტრს, რეზა აშტიანსაც შეხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება